„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 293
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება,  რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას, ამის შესახებ  სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა  ლიდერმა  პაატა მანჯგალაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, რთული მისახვედრი არაა, რომ „ოცნებას“ ოპოზიციის ერთობა აღელვებთ.

“ქართული ოცნება“ როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი ტრიუკების ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენს მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას. 

მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს” , - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა