ჯობია ჩვენი ამომრჩეველი არ შევზღუდოთ არჩევანში - ბორის ჩელე ყურუა

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საღამოს გამოცხადდება აღნიშნული გადაწყვეტილებები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ - ასეთია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის, ბორის ჩელე ყურუას განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გახდება ცნობილი, იმის შესახებ თუ რომელ ოპოზიციური ჯგუფში ერთიანდებიან ისინი.

ყურუას თქმით, ენმ-ს ყრილობა არავითარ შემხებლობაში არ არის ამ ყველაფერთან, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთო ოპოზიციური სია ვერ შედგება, რომელზეც იყო საუბარი პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მიერ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ამ პროცესებთან არაფერ კავშირში არ არის. ეღირებიან სიაზე საუბარი დიდი ხნის წინ დასრულდა, როდესაც პარტიებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ ერთიან სიაში მონაწილეობის მიღებას, აღნიშნულზე საუბარი აღარც მიდის, ამ საუბრის განახლებას ალბათ დასჭირდება ის, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ცუდად მოიქცეს ვიდრე იქცევა და მანამდე ვთვლი, რომ უმჯობესია ოპოზიცია გავიდეს რამდენიმე ცენტრით არჩევნებზე. ჯობია, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ შევზღუდოთ არჩევანში“, - განაცხადა ყურუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა