მე ვიყავი და ვრჩები ერთი დიდი ერთობის მომხრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე ვიყავი და ვრჩები ერთი დიდი ერთობის მომხრე - ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ერთიან სიაზე დასმული კითხვცის პასუხად განუცხადა.    

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგს მოუწევს გარკვეულ კონფიგურაციაში შეთანხმება.

„ჩემი პოზიცია იყო მაშინაც, რომ ბარიერის გამო ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგს მოუწევს გარკვეულ კონფიგურაციაში შეთანხმება. მე ვიყავი და ვრჩები ერთი დიდი ერთობის მომხრე, ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, რომ მოქალაქეებმა დაინახონ, რომ ეს ნამდვილად რეფერენდუმია - იქეთ მხარეს არის რუსეთი და აქეთ მხარეს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. კიდევ სხვა ბევრი არგუმენტი მაქვს, მაგრამ ამ იდეას არ აქვს პოლიტიკურ სპექტრში მსხვილი მოთამაშეებისგან მხარდაჭერა. თუ ერთი იდეა არ გამოდის, მაშინ  უნდა გამოვიდეს მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარ მაქსიმალური გამსხვილებისა და ნაკლები ფრაგმენტაციის მხარდამჭერი“, - განუცხადა „ქრონიკა+“-ს ჯაფარიძემ.

ის არ უარუოფს ახალთან და ლელოსთან მოლაპარაკებებს,  აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ეს ერთობა შედგეს.

ცნობისთვის, სრული ინტერვიუს წაკითხვა ქრონიკა+“-ს დღევანდელ, 8 ივლისის ნომერშია შესაძლებელი.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა