რა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა?

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე საერთოდ ვფიქრობ, რომ თუ რამე არ არის გამარჯვების ფორმულა, არ არის კონფიგურაციაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ ჩემის აზრით ეს ყველაფერი უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკოსებმა და შემდეგ გადაწყვეტილება უნდა გავაცნოთ ადამიანებს. გამარჯვების ფორმულა ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ადამიანებისთვის, იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის „ქართული ოცნება“ საფრთხე ამ ქვეყნისთვის და ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-თან საუბრისას პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, გამარჯვების ფორმულა არის მაქსიმალური კონტაქტი მოქალაქეებმა, ჩასვლა რეგიონებში და მათ კითხვებზე პირისპირ პასუხების გაცემა.

„რატომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის გამარჯვება და რატომ უნდა იყვნენ აქტიურები არჩევნებზე, მე ეს მიმაჩნია გამარჯვების ფორმულად. ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ძირითადად ქალ დეპუტატებთან ერთად და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ბევრ რეგიონში უჭირთ ოპოზიციის ხილვა. აწუხებთ უამრავი შეკითხვა, რომელზეც ვერ იღებენ პასუხებს და მათ არ უნდა ესმოდეთ რაღაც პასუხები ტელევიზორიდან. უნდა მოხდეს გადაჯგუფება ხმები, რომ არ დაიკარგოს, მაგრამ ყველს უნდა ესმოდეს, რომ საარჩევნო კამპანია და ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან არის აუცილებლად ჩასატარებელი. ხომ ხედავთ დიდ ბრიტანეთში ოპოზიციამ მოიგო არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით. 14 წელი მართავდნენ კონსერვატორები და ახლა მოვიდნენ ლეიბორისტები, ამიტომ ყველაფერი არის შესაძლებელი თუ იქნება აქტიურობა და სურვილი“, - აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძის სრული ინტერვიუს წაკითხვა, მკითხველს „ქრონიკა+“ - ის დღევანდელ, 8 ივლისის ნომერში შეუძლია.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა