ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც პრინციპები და იდეები გააჩნია - ალექსანდრე რაქვიაშვილი

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც პრინციპები და იდეები გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ მხარს უჭერს ყველა იმ პარტიის გაერთიანებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს. არ არის სწორი, მიხეილ სააკაშვილს ხმები წაართვა, რადგან ვერ გაიყავი ადგილები თუ თანამდებობები. მიხეილ სააკაშვილის წინადადებას მხარს ვუჭერდით, „ახალი“ იქნება, „ლელო“ თუ ზურა ჯაფარიძე-ხოშტარია და ა.შ., მათ შორის, „ევროპული საქართველოც“ „ნაცებში“ შესულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გაინაწილეს ადგილები, ვერ დალაგდნენ თანამდებობებზე და ეს ამბავი არ გამოდის.

არ მჯერა, რომ ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთ მხარესაა, მაგალითად, ნიკა გვარამია და მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი და თინა ბოკუჩავა. ეს არასერიოზულად გამოიყურება. თავადვე აწერენ დოკუმენტს ხელს, სადაც ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთიანი იქნებიან და არჩევნების შემდეგ ერთიანად უქმდებიან. ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუკრავენ და შეუკრავენ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ მესმის, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ „ნაცები“ არ არიან. თუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა მთავარი ამოცანა, შენ მსუყე მეორე ადგილისთვის კი არ უნდა იმუშავო, რომ უფრო მეტი ადგილები გქონდეს პარლამენტში და მიშას დაუმტკიცო, რომ ტყუილად დაკარგა მთავარი პროპაგანდისტი, არამედ რეალურად გვერდზე გადადო ადგილებზე ვაჭრობა და მართლა პოლიტიკას დაუთმო დრო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა