ახლა დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების დრო არ არის, ახლა ერთიანობის დროა - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღონისძიებას მართავს. რამდენიმე დღის წინ ბოკუჩავამ დააანონსა, რომ დღეს, 8 ივლისს ამ ღონისძიებაზე პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. 

თინა  ბოკუჩავამ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ახლა დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების დრო არ არის - ერთიანობის დროა:

''ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა