თუკი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, ამას თავისი ფასი ექნება, მათ შორის, პოტენციურად, სანქციები, რომლებიც მტკივნეული ნაკბენი იქნება - ტომ მალინოვსკი

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუკი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, ამას თავისი ფასი ექნება, მათ შორის, პოტენციურად, სანქციები, რომლებიც მტკივნეული ნაკბენი იქნება. ამერიკამ ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო სანქციების დაწესება“ - აცხადებ ტომ მალინოვსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და ყოფილი კონგრესმენი "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების პოტენციურ ძალას და თუ მომავალ არჩევნებზე მთავრობა ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, საერთაშორისო საზოგადოება ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს:

"ასე გეტყვით: აშშ, ხშირად, საკმაოდ ნელა მოქმედებს. მაგრამ, როცა მოქმედებს, ამას საკმაოდ ძლიერად აკეთებს. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების პოტენციურ ძალას. ეს სანქციები ვაშინგტონმა შეიძლება დააწესოს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. იმედია, ყველაფერი აქამდე არ მივა.

მაგრამ, მალე არჩევნები იქნება. საკითხავი ისაა, რას იზამს მთავრობა არჩევნების შემდეგ. იმედი მაქვს, მთავრობისთვის ძალიან რთული იქნება, ხალხის ნებას წინააღმდეგობა გაუწიოს. [ასე თუ მოხდა], საკმაოდ ძლიერ ნაბიჯებს გადადგამენ აშშ და საერთაშორისო საზოგადოება." -  ამბობს ტომ მალინოვსკი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა