მე შევახსენებ ლავროვს, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახიას, სალომე ცისკარაულის, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსის, კატრინ ლეონარდის და პრჟემისლავ ნოცუნის ღირსების მედლებით დაჯილდოებაზე. 

პრეზიდენტის განმარტებით, მან არ იცის, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება... 

მისივე თქმით, ის შეახსენებ ლავროვს, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას:

"ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება. 

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა