კორუმპირებულზე კორუმპირებული ჯგუფია, ასეთი ხელისუფლება არ ჰყოლია ამ ქვეყანას - ნიკა მელია ოცნებაზე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...  

კორუმპირებულზე კორუმპირებული ჯგუფია, ასეთი ხელისუფლება არ ჰყოლია ამ ქვეყანას და ქართველი საზოგადოება ამას მიხვდა -  აცხადებს"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

მისი თქმით, საზოგადოება მიხვდა, რომ ერთ მუჭა ფინანსურად ძლიერ კლანს ხელისუფლების გახანგრძლივება უნდა.

"კორუმპირებულზე კორუმპირებული ჯგუფია, ასეთი ხელისუფლება არ ჰყოლია ამ ქვეყანას და ქართველი საზოგადოება ამას მიხვდა, რომ მხოლოდ ერთ მუჭა ფინანსურად ძლიერ კლანს უნდა, ხელისუფლება გაიხანგრძლივოს იქ, სადაც არიან და ამის შესაძლებლობას აღარ აძლევს. ბევრი ადამიანისთვის ალტერნატივა არ არსებობდა 2020-2021 წელში, დღეს კი ეს შესაძლებლობა გაჩნდა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ამ მხრივ დადებით როლს ასრულებს" - ამბობს მელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა