დავით კეზერაშვილი დადასტურებულად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს - გორდულაძე

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

,,,

გამოძიებამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს, გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი დადასტურებულად ძარცვავს პირდაპირი მნიშვნელობით, ევროპელ პენსიონერებს და საზოგადოება საქმის კურსშია, რას ხმარდება ეს თანხები და რა ქმედებები ფინანსდება, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, სწორედ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი თანხებით კეთდება.

 „ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის ხოლმე წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები პირდაპირ უცხოური პატრონების მიერ გარკვეული დონორების მხრიდან არის ხოლმე დაფინანსებული, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხული თანხები არ შეიძლება, მოხმარდეს წინასაარჩევნო კამპანიას და პოლიტიკაში უცხო ქვეყნიდან ჩარიცხულ თანხებს არ აქვს ადგილი, განსაკუთრებით, როდესაც ეს თანხები არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანების ნაძარცვი ფული“, - განაცხადა მან.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა