მმართველი პარტია „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მმართველი პარტიის წარმომადგენელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მოადგილე ლევან მაჭავარიანი, აცხადებს, რომ ჰელსინკის კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებაში“ ქოლ-ცენტრებიდან შემოსული თანხები ტრიალებს, იყო ცილისწამება.

 „საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც ჩვენ სერიოზული კომენტარებიც არ გაგვიკეთებია „ჰელსინკის კომისიის“ ჰაერიდან მოტანილ ბრალდებაზე, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ სქემაა ეს მთელს მსოფლიოში გაშლილი, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ჰელსინკის კომისიამ“ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არანაირ ფაქტზე, არანაირ არგუმენტზე დაყრდნობით გააკეთა და რაღაც ჰაერიდან მოიტანა ბრალდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კომენტარიც არ გაგვიკეთებია. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ ის განცხადება“, -განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა