კრისტინა არბაკაიტემ რუსეთში მოღვაწეობა დაასრულა - რას ჰყვება მომღერალი

სულ ნახვები : 422
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი კონცერტი პირველ მარტს პეტერბურგში იყო საბოლოო კონცერტი რუსეთში, - ამის შესახებ მომღერალმა კრისტინა არბაკაიტემ, ერთ-ერთ რუსულ მედიასთან აშშ-ში ჩაწერილი ინტერვიუს დროს ისაუბრა.

არბაკაიტეს თქმით, რუსეთში აღარ არის თავისუფლება, ადამიანებს არ აქვთ უფლება აკეთონ ის რაც სურთ და ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები, ასეთ გარემოში კი, როგორც თავად ამბობს, კონცერტი ან გასტროლი შეუძლებელია.

მომღერლის თქმით, ის ახლა მოღვაწეობას აშშ-სა და კანადაში გააგრძელებს.

„არ გამოვიდა საგასტროლო ტურნე, რომლითაც მე გავმართავდი ქვეყანაში, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩვენ შეხვდებით ოდესღაც, უკეთეს ცხოვრებაში. პირველი რიცხვის კონცერტი იყო ერთგვარი მინიშნება, სწორედ ამიტომ იყო ის პირველ რიცხვში, ეს იყო საჩუქარი ჩემგან და დედასგან (ალა პუგაჩოვა), ჩვენი ერთგული თაყვანისმცემლების მიმართ. ამის შემდეგ მე ვთქვი, რომ ყველა მიყვარს და წამოვედი.

მე ძალიან მიყვარს თავისუფალ ქვეყანაში გასტროლით წასვლა, როდესაც მაყურებელი ტკბება ცხოვრებით, შეუძლიათ ყველაფრის უფლება მისცენ საკუთარ თავს, იმუშაონ, დაისვენონ, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება და ამის შემდგომ ისინი მოდიან კონცერტზე, რათა განიტვირთონ. რუსეთში კი ყოველთვის რთული დროა - დეფოლტი, პრობლემები. ყველაფერი ეს ჩვენ ერთად გადაგვქონდა.

მე მინდა დავინახო ბედნიერი თვალები და მათ გავუზიარო სიმღერები, ვაჩვენო შოუ ამერიკის და კანადის პუბლიკას.  ჰო, ყველაფერი შეიცვალა, დროც შეიცვალა და მეც მასთან ერთა“, - განაცხადა არბაკაიტემ.

ცნობისთვის, მას შემდგომ, რაც არბაკაიტეს დედამ, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთი პროტესტი ნიშნად დატოვა, რუსეთის ყველა ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით მოითხოვეს არბაკაიტეს კონცერტების გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი წლებია, აშშ-ში კონკრეტულად კი მაიამიში ცხოვრობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა