სკანდალი ოკიპირებულ ცხინვალში - მთვრალმა გენპროკურორმა ყოფილ თანამშრომელს სცემა

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიდი სკანდალია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა გრიგორი სობაევმა ყოფილი თანამშრომელი სცემა, რომელსაც ის კომპრომატების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს.

ცხინვალის ხელუსუფლებამ ეს ფაქტი რამდენიმე დღე დამალა, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

შაბათს საღამოს, 7 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი გრიგორი სობაევი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელთან ერთად შეიჭრა ყოფილი პროკურორის ალან კულუმბეგოვის სახლში და სცემა. გენერალური პროკურორი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა