British Airways საქართველოში შემოდის
...
მომავალი წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე, გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიახაზები, British Airways შემოდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია, კვირაში ოთხჯერ ლონდონი - თბილისი - ლონდონის მიმართულებებით ოთხ ფრენას განახორციელებს.
ასევე ცნობილია ისიც, რომ უკვე შესაძლებელია ავიაბილეთების შეძენაც ვებგვერდზე - www.ba.com.
„British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. British Airways-ი American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, OneWorld თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ.
American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.