მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ - რას ყვებიან კესარია აბრამიძის მეზობლები?

სულ ნახვები : 1,012
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოკლული მსახიობის და მოდელის კესარია აბრამიძის მეზობლები საუბრობენ იმაზე, რომ ის, ბექა ჯაიანის მხრიდან მანამდეც იყო ძალადობის მსხვერპლი.

მეზობლების თქმით, ბევრჯერ ურჩიეს, რომ მასთან ურთიერთობა შეეწყვიტა, თუმცა აბრამიძე არ უშვებდა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელი იყო მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა.

„მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, რომ მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და მითხრა მემუქრებაო, ღიმილით. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, რომ ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა. ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო, დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში. სმს მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა და ადგა და წავიდა საქართველოდან“, - აცხადებს მეზობელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა