მიტინგების დარბევა, რომ მოხდა მანდ გამოვლინდა ეს ტიპი - რას ყვება კესარია აბრამიძის მეგობარი

სულ ნახვები : 437
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ- ერთი ზონდერი თუ რაც ჰქვია, იყო ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა, - ამის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრისას, კესარია აბრამიძის მეგობარი, იაკობ მამულია იხსენებს.

მისი თქმით, აბრამიძეს ბექა ჯაიანთან ურთიერთობა ჰქონდა გაწყვეტილი, თუმცა მას შემდგომ რაც ქვეყნიდან წასული აბრამიძე, საქართველოში დაბრუნდა, ჯაიანი მას გასაქანს არ აძლევდა.

„ეს რომ დაინახა გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული მეგობართანაც იყო წასული. მერე რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარ...

რომ ვნახე ეს „სთორი“, დავუკავშირე ამ შემთხვევას იმიტომ, რომ ეს ტიპი - თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი რაღაცა...ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო“, - ყვება მამულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა