ზატულინი: მოსკოვი არ განიხილავს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს
...
რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის თქმით, მოსკოვი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს.
მისი განცხადებით, რუსეთი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას”, ხოლო ჯარებს რეგიონებიდან არ გაიყვანს.
„დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხას. ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ის ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გამქრალია. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითია“, - აღნიშნა ზატულინმა.