ქართველი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ ტურნირში, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოდგენილი

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ  ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს ძმები ხადარცევის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას რუსეთის მიერ დროებით  ოკუპირებული  აფხაზეთი და  ცხინვალიც იღებდნენ.

ტურნირში მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელმა ერთეულმა მიიღო ანექსირებულმა ყირიმმაც.

ტურნირი რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციისა და რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთის სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა: მარსაგიშვილმა, ბეშიძემ, კობახიძემ, ჯიოევმა, ელბაქიძემ, გოგრიჭიანმა, მელაძემ და ბაზაძემ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელმა ტაბულას განუცხადა, რომ ფედერაციის არ მიუღია მოწვევა აღნიშნული ტურნირიდან, ხოლო სპორტსმენები არ არიან საქართველოს ნაკრების წევრები. სპორტსმენები სავარაუდოდ თვითნებურად წავიდნენ შეჯიბრზე, შესაძლოა პირადი გამოცდილების მიღების მიზნით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა