ლავროვი: 2008 წლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

სულ ნახვები : 146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.  საგარეო საქმეთა მინისტრ  ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას უკრაინაში ომის მიმართ რესპუბლიკის პრინციპული პოზიციისთვის.

ლავროვმა ასევე დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთისთვის დახმარება გაგრძელდება ყველა მიმართულებით, როგორც ეს შეთანხმებით არის დადგენილი.

„2008 წლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც სამხრეთ ოსეთი უწევს თავისი შესაძლებლობების გამოყენებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა