ოკუპირებული ცხინვალი ისრაელის მიერ სირიის დაბომბვას გმობს

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას სირიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით.

„2 ოქტომბერს, სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს სირიის არაბთა რესპუბლიკის დასავლეთ სანაპირო ქალაქებში მდებარე სამიზნეებზე. თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

სამხრეთ ოსეთი მკაცრად გმობს ისრაელის მხარის ქმედებებს, რაც წარმოადგენს სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების უხეშ დარღვევას. დარტყმის სამიზნე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სირიაში მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა შორის იყო მსხვერპლი.

ახლო აღმოსავლეთში ძალადობის მიმდინარე ესკალაციის კონტექსტში, ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია და სავსეა უკიდურესად საშიში შედეგებით.

მოვუწოდებთ ძალის გამოუყენებლობის პრინციპის მკაცრად დაცვას და არსებული უთანხმოების გადასაჭრელად პოლიტიკური და დიპლომატიური გზების ძიებას“, - ნათქვამია ოკუპირებული  ცხინვალის საგარეო უწყების განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა