ოკუპირებულ ცხინვალში მარიხუანას მოყვანისა და მოხმარების ბრალდებით პენსიონერი დააკავეს
სულ ნახვები :
162
...
ნარკოკონტროლის თანამშრომლებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ცხინვალის მკვიდრის ნაკვეთზე კანაფის სამი ბუჩქი, სახლის წინ ფარდულში აღმოაჩინეს კიდევ ორი. გარდა ამისა, სახლის პირველ სართულზე კანაფის კიდევ ერთი გამხმარი ბუჩქი აღმოჩნდა, მეორე სართულზე კი ნარკოტიკი ქილებში იყო შეფუთული.
დამნაშავე დააკავეს და ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების შემცველი მცენარეების უკანონო მოყვანა-შენახვასა და წარმოებაში.