რუსთავი ტრადიციულად კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსთავი ტრადიციულად კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ოფისის გახსნისას განაცხადა.

„ამ ქალაქთან დაკავშირებით მაქვს სპეციფიკური დამოკიდებულება. მაქვს კეთილგანწყობა, მინდა დავეხმარო აქაურობას და ახალგაზრდებს. რუსთავს აქვს პოტენციალი იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, იყოს მჭიდროდ დაკავშირებული თბილისთან მეტროს ხაზით და სალიანდაგო კავშირით. არ შეიძლება სიდიდით მეორე ქალაქს ჰქონდეს პრობლემა რომ გააჩეროს ახალგაზრდები, რომ დაასაქმოს შრომისმოყვარე ქალები და კაცები ადგილზე და არ მოუწიოთ ემიგრაციაში წასვლა.

რუსთავი საქარხნო ქალაქი, ინდუსტრიული ქალაქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანების სიცოცხლეს ექმნებოდეთ საფრთხე. რუსთავი არის კულტურის ქალაქი და ეს ყველაფერი უნდა აღდგეს, რაც მთავარია რუსთავი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ქალაქი. არა მარტო როგორ ეკონომიკურ ქალაქს, არამედ როგორც სრულფასოვან ქალაქს, სრულყოფილს და საინტერესოს”, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა