ირმა ინაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ეხმიანება

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენს თვალწინ ისე ინაწილებენ პოზიციებს, პოლიტიკურ ველს, ისე ინაწილებენ ქვეყანას, თითქოს "ქართული ოცნებისა" და 4 პარტიის გარდა, სხვა ამომრჩეველი,  პატრიოტთა ერთობის ამომრჩეველი არ არსებობს. ამას აკეთებს ხალხი, ვისაც საკუთარი გვარითა და სახელით ერთი არჩევნებიც არ მოუგია, აიღეს და დასვეს!, - ასე ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით.

ინაშვილის თქმით, ქვეყანა რთულ პოლიტიკურ ფაზაში შედის.

„რთულ ფაზაში შედის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ამას თითოეული თქვენგანი აცნობიერებს. რაც საჯაროდ ჩანს, იმაზე ღრმა და სერიოზული პროცესი კულისებს მიღმა მიდის. უკვე ჟღერს ნოტები ხელისუფლების გადაბარება- გადმობარების, გარანტიების და სხვა დეტალების შესახებ, ამიტომ საჭიროა ძალიან მარტივი რამ: ჩვენი ყველა მხარდამჭერი წყნარად, მშვიდად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე! მობილიზაცია, აქტიურობა!!! ახლა ამ ენერგიაში, ოპტიმიზმში, თავდაჯერებულობაშია ერთადერთი გამოსავალი. არაა საკმარისი მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, უბანზე გამოცხადებაა საჭირო!!!!!!!

ჩვენს თვალწინ ისე ინაწილებენ პოზიციებს, პოლიტიკურ ველს, ისე ინაწილებენ ქვეყანას, თითქოს "ქართული ოცნებისა" და 4 პარტიის გარდა, სხვა ამომრჩეველი,  პატრიოტთა ერთობის ამომრჩეველი არ არსებობს. ამას აკეთებს ხალხი, ვისაც საკუთარი გვარითა და სახელით ერთი არჩევნებიც არ მოუგია, აიღეს და დასვეს!

ამიტომ 26 ოქტომბერს ვიღვიძებთ- მივდივართ საარჩევნო უბნებზე. ვიქნებით ბევრზე ბევრნი? ვერ მოერევიან და ვერ გაინაწილებენ საქართველოს!“, - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა