რა პრობლემებია წყალმომარაგების მხრივ სამცხე-ჯავახეთში?

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება, ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, არ გააჩნიათ ლიცენზია, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა - ამის შესახებ დღეს, 8 ოქტომბერს, გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა სამცხე-ჯავახეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასმელი წყალი, რომელიც მიეწოდებათ სასწავლო დაწესებულებებს რამდენჯერმე შემოწმდა და დაბინძურებული აღმოჩნდა.

„მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც არ გააჩნია ლიცენზია, მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება, ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს , კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა და  მარეგულირებელი კომისია ვერ აკონტროლებს. მაგალითად, მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად,  კომპანიების ნაწილი, რომლებიც ოპერირებენ მუნიციპალიტეტში, ასეთს წარმოადგენს ა(ა) იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება წყალარინება ‘’, არალიცენზირებულია და მის საქმიანობას არ არეგულირებს საქართველოს  ენერგეტიკისა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ამასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილებში, მათ შორის საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი და წყალი აღმოჩნდა დაბინძურებული.

აღნიშნული პრობლემის გამოსაკვლევად, მიმართეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, განათლების სამინისტროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

საპასუხოდ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებამ“ და „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგებამ“ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები, წყალსადენის ნაგებობების  დეზინფექცია, ვიზუალური დათვალიერება , განმეორებით სასმელი წყლის სინჯების აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში დამატებითი ლაბორატორიული დათვალიერებები, გამოკვლეული მაჩვენებლების მიხედვით დღეს მოდის სტანდარტთან შესაბამისობაში, თუმცა, ეს წარმოადგენს დროებით ღონისძიებას.

წამოჭრილი პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა.  შესაბამისად, მომავალ პარლამენტში საქმიანობის შესაძლებლობის შემთხვევაში  აუცილებლად საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგებთ საკითხს. კანონისმიერი შეზღუდვით განვსაზღვრავთ მსგავსი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ ლიცენზირებული კომპანიებისთვის მინდობას, ვინაიდან კანონის რეგულირების გარეშე აღნიშნული პრობლემა არ ექვემდებარება გადაწყვეტას“, - განაცხადა ხორგუანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა