შსს 3 295 519.124 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პროკურატურა 74 ადამიანის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 3 295 519.124 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა, ხოლო ერთს ბრალი წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს "ჯიექს კვადრატი" დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულების და შეძენილი ფართების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. მიღებული თანხების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულებისთვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები 74 მოქალაქის კუთვნილ 3 295 519.124 ლარს დაეუფლნენ.

8 ოქტომბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ხოლო ორ პირს, რომლებსაც ამავე სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით განსაზღვრული აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ბრალი დაუმძიმდა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა