თელავის მერი, პრემიერ-მინისტრზე მეტ ხელფასს აიღებს

სულ ნახვები : 4,300
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 25 იანვრის დადგენილებით,  თელავის მუნიციპალიტეტის  მერის სახელფასო სარგო 6118 ლარით განისაზღვრება.

შესაბამისად თელავის მერი  საქართველოს პრემიერ მინისტრზე 1618 ლარით მეტ ხელფასს იღებს.

ლევან ანდრიაშვილმა დეკლარაციის მიხედვით 2023 წელს ჯამში 53700   ლარი აიღო, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა კი 41004  ლარი.

ენმ-ს თელავის  საკრებულოს დეპუტატი რუსუდან იმერლიშვილი თელავის მერს ურჩევს:

"ანდრიაშვილმა დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე მირჩია რომ მთხოვეთ და თელავის გზებს მივხედავო. შესაბამისად ახლა ვურჩევ, პრემიერზე მეტ ხელფასს კი იღებ, მაგრამ  ხელფასის სანაცვლოდ თხოვნის გარეშე მაინც  გააკეთე  საქმე და მიხედე თელავის გადათხრილ გზებს“.

თელავის მერის ხელფასის ზრდას ეხმიანება არასამთავრობო სექტორიც.

„პრინციპული ის კი არ არის, რამდენით მეტი ან ნაკლები აქვს ამა თუ იმ თანამდებობის პირს.

არამედ რამდენად შეესაბამება შრომის ანაზღაურება გაწეულ შრომას. შესაბამისად თელავს ეტყობა რამე  რომ პრემიერზე მაღალი ხელფასი, 6000 ლარი უნდა ჰქონდეს მერს? ვერ ვიხსენებ ერთ იდეას მაინც, რომელიც მერმა განახორციელა ეს და თელაველებს რამეში წაგვადგა. თუ რამე კეთდება, მასშტაბური პროექტები    ვაი იმ გაკეთებას, ეს ყველაფერი მის მერობამდე  მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია" - აცხადებს მოძრაობა  "თავისუფლების მოედნის“ წევრი არჩილ მჭედლიშვილი.

მაკა მოსიაშვილი CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა