სტიქია კახეთში - შეზღუდული მოძრაობა და დაზიანებული ავტომობილები

სულ ნახვები : 594
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წუხანდელმა ძლიერმა ქარმა თელავსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა. დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა, თუმცა შესაბამისი სამსახურების მიერ მალევე მოხდა გზის გაწმენდა.

ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა წააქცია ორი ხე, შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტიქიამ დააზიანა ელექტროგამტარი კაბელები, რის გამოც ახლაც ადგილზე მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის გაკრვეულ ნაწილს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა