ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა - სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს

სულ ნახვები : 210
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.

მისი თქმით, ივანიშვილმა ჯარიდან საუკეთესო ოფიცრები გააქცია.

"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით, მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ საქართველოს ჯარი არ სჭირდება. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს, იმისთვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. სამაგიეროდ, ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენ შეიარაღებულ ჯარებს არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრები, ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან.

ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო, თქვენ გარდა ყველაფრისა, ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების, რომელმაც გასულ წელს მოიპარა ოქტომბრის არჩევნები, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით, მუქარებით და ქრთამებით, ინარჩუნებს კაბინეტებს",  -  ამბობს სააკაშვილი Facebook მიმართვაში.. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა