სუს-ის კიდევ ერთი კრებსი პატრიარქზე - ილია მეორემ ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოს ლეონიდ გორბაჩოვის საქართველოში ჩამოსვლა დაბლოკა

სულ ნახვები : 410
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსიდან, რომელიც 2021 წლის 23 იანვრით თარიღდება, ირკვევა, რომ ილიამ მეორემ ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოს ლეონიდ ედუარდოვიჩ გორბაჩოვის საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას აცნობა, რომ ცხინვალის „ყოვლადწმიდა სამების" სახელობის ტაძარში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის მიერ, უნებართვოდ ჩატარებული წირვა-ლოცვის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს, რომელმაც საკითხზე მსეჯლობის მიზნით შესთავაზა ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოს ლეონიდ ედუარდოვიჩ გორბაჩოვთან შეხვედრის ორგანიზება. გ.შარაშენიძის თქმით, ი.ალფეევის შემოთავაზების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პატრიარქი, რომელმაც ლ.გორბაჩოვის საქართველოში ჩამოსვლაზე განაცხადა უარი და მას (შარაშენიძეს) დაავალა პრობლემის მხოლოდ სატელეფონო საუბრებით მოგვარება. გ.შარაშენიძემ საუბრისას გაიხსენა უწმინდესის მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტი და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვის ჩატარების შესახებ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია და განაცხადა, რომ - საელჩოს და სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე არსებულ სალოცავებშიც კი ღვთისმსახურება უნდა ჩატარდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ნებართვის შემდეგ. გ.შარაშენიძემ აქვე დასძინა, რომ დიდ ბრიტანეთში მათმა ხალხმა (სავარაუდოდ გულისხმობს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და ამ უკანასკნელის თანამოაზრეებს) გაავრცელეს განცხადება, თითქოს საქართველოს და რუსეთის ეკლესიებს შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე ღვთისმსახურების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფარული შეთანხმება, რაც სიცრუეა. მისივე თქმით,  წმ. ნინოს დღესასწაულის შემდეგ მღვდელმთავრებთან - თეოდორე ჭუაძესთან, ვახტანგ ლიპარტელიანთან, ანდრია გვაზავასთან და შიო მუჯირთან ერთად გეგმავს უწმინდესთან მისვლას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე წირვა-ლოცვის ჩატარების საკითხზე მსჯელობას, რის შემდეგაც დაუკავშირდება ი.ალფეევს და გააცნობს საქართველოს ეკლესიის პოზიციას,“ - წერია სუს-ის საიდუმლო კრებსში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა