სკანდალური ექსკლუზივი: გოგაშვილისა და „ლელოს“ ფარული ურთიერთობის ახალი არგუმენტი - კახა კოჟორიძე გოგაშვილთან თანამშრომლობას ადასტურებს

სულ ნახვები : 22,845
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის კრებსში, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლით თარიღდება და რომელშიც უფლებადამცველ ნანა კაკაბაძისა და ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის საუბრის შინაარსია წარმოდგენილი, წერია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ „ლელოს“ წევრ კახა კოჟორიძესთან ერთად დააარსა.

შეგახსენებთ: ამავე კრებსის თანახმად, ნანა კაკაბაძე ვარაუდობს, რომ გოგაშვილის მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.

.„ნ.კაკაბაძე საუბრისას ასევე, აღნიშნავს, რომ ი.გოგაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრ კახა კოჟორიძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, იურიდიული პირის მმართველობის ორგანო არის წევრთა საერთო კრება, რომლის თავმჯდომარეა თავად ი.გოგაშვილი, ხოლო წევრები არიან ერეკლე კუხიანიძე და რევაზ ჭიჭინაძე). აღნიშნულიდან გამომდინარე უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ი.გოგაშვილი შესაძლოა არაპირდაპირ კავშირში იყოს „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან და მასთან ერთად ცდილობს ე.წ. მესამე ძალის შექმნას, რომელიც სამომავლოდ ხელში აიღებს ქვეყნის მმართველობას და ეკლესიის სრულ მხარდაჭერას მიიღებს შ.თეთრუაშვილის დახმარებით,“ - წერია კრებსში.

სოსო გოგაშვილთან ერთად არასამთავრობოს დაფუძნებას არა, მაგრამ მასთან თანამშრომლობას თავად კახა კოჟორიძე ადასტურებს. CNews-თან საუბრისას ის ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, როგორც ადვოკატი, სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრია.

- ბატონო კახა, ხართ თუ არა „კავკასიის პოლიტიკის ცენტრის“ თანადამფუძნებელი სოსო გოგაშვილთან ერთად?

- როგორ?

- სუს-ის კრებსებში ვკითხულობთ, რომ „კავკასიის პოლიტიკის ცენტრის“ თანადამფუძნებელი ხართ სოსო გოგაშვილთან ერთად.

- პირველად მესმის, ნახეთ, ვინ არიან დამფუძნებლები და ნახავთ, ვარ თუ არა.

- კი ბატონო, მაგრამ კრებსებში ვკითხულობთ, რომ ეს ორგანიზაცია გოგაშვილთან ერთად დააფუძნეთ...

- ტყუილია, პირველად მესმის ეგ.

- კრებსების ავთენტურობის გჯერათ?

- კრებსებიდან, ზოგადად, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ იქ რაც წერია, სიმართლეა.

- ესე იგი, რაც თქვენზე წერია, ესეც სიმართლეა?

- კონკრეტული ინფორმაცია, რომ მე ვარ დამფუძნებელი მაგ ორგანიზაციის, არის ტყუილი.

- თუ კრებსები ავთენტურია, მაშინ?

- კარგით, შეხვედრაზე ვარ... ტყუილია.

- ეს კონკრეტული ფაქტი რატომ შეიძლება ტყუილი  იყოს?

- არ ვიცი, ჰკითხეთ მათ შემქმნელებს, ეგ არის ტყუილი, ჩემო კარგო, რა ორგანიზაცია, რა ჰქვია?

- „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“.

- კი ბატონო, თუ ეგ ორგანიზაცია დაფუძნებული და იურიდიულად არსებობს, მას ხომ აქვს სადამფუძნებლო დოკუმენტები.

- ხომ შეიძლება , არაფორმალურად იყოთ თანადამფუძნებელი?

- არანაირი შეხება დაფუძნებასთან, ან საქმიანობასთან, პირდაპირი, ირიბი მაგ ორგანიზაციასთან არ მაქვს.

- გოგაშვილთან კავშირი გაქვთ?

- რას ნიშნავს, გოგაშვილთან კავშირი? არ მაქვს მაგ ორგანიზაციასთან კავშირი.

- სოსო გოგაშვილს იცნობთ?

- სოსო გოგაშვილთან ვარ შენახვედრი, მე, როგორც ადვოკატი მას შევხვდი სამართლებრივ საკითხზე, მას აინტერესებდა იურისტის რჩევა.

- ეს სამართლებრივი საკითხი ამ ორგანიზაციას ეხებოდა?

- არ ეხებოდა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არ ეხებოდა.

- ბატონო კახა, ამბობთ, რომ ამ კრებსებში ყველაფერი სიმართლეა, კონკრეტული ფაქტი კი - ტყუილი?

- რომელ კრებსებში ამბობთ, რაც ეხლა გავრცელებულია?

- დიახ, სუს-ის კრებსებს ვგულისხმობ.

- მაგ კონკრეტულში არაფერი სიმართლე არ არის.

- ანუ, ტყუილია, რომ თქვენ გოგაშილთან გაკავშირებთ „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ და ტყუილია, რომ გოგაშვილთან გაქვთ რაიმე სახის კავშირი?

- დიახ, ჩემო კარგო, მე თუ ორგანიზაციას დავაფუძნებ, რატომ უნდა შემეშინდეს მაგის თქმის? რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია და არ ვთქვა საჯაროდ, მე ვარ ამის დამფუძნებელი? მაკლია არასამთავრობო ორგანიზაციებში ყოფნის გამოცდილება თუ რატომ უნდა დავმალო? საიას თავმჯდომარე ვიყავ ი და რატომ უნდა ვიყო დამალულად რაიმე ორგანიზაციასთან დაკავშირებით? 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა