"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ ნიადაგს ამზადებს - მელია

სულ ნახვები : 299
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგს ამზადებს. მელიას განმარტებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტს აღარ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„გაგანდობთ ერთ ინფორმაციას სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, თუ იმ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს სათადარიგო რაღაც“, - განაცხადა მელიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა