„აქვს საერთო სისუსტე“ - ექიმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად,“ - განაცხადა დღეს, 3 დეკემბერს, სამთავრობო კონსილიუმის წევრმა, ნინო შარაშენიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულების შემდეგ.

შეგახსენებთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

"ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა. იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად, ეკუთვნის მას თავისი კვების რეჟიმი. გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს ამ მედიკამენტებს", - ამბობს შარაშენიძე.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა