ომბუდსმენის წარმომადგენელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი არ შეშვებით სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი ირღვევა.

ომბუდსმენის წარმომადგენელი საბა ბრაჭული და კონსილიუმის წევრი ექიმი, თენგიზ წულაძე კლინიკაში შესვლაზე ნებართვას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ელოდნენ, საბოლოოდ კი ადმინისტრაციამ მათ უარი განაცხადა.

"რამდენიმე კომუნიკაცია გვქონდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, თუმცა ბოლოს, როგორც მან შემოგვითვალა დაცვის თანამშრომლის მეშვეობით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება შევიდეთ ჰოსპიტალში. თავდაპირველად გვინდოდა შევხვედროდით მკურნალ ექიმს და გავცნობოდით დოკუმენტაციას, ამაზეც გვეთქვა უარი გვითხრეს, იმ მოტივით, რომ მკურნალ ექიმს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში ვითხოვეთ მორიგე ექიმთან შეხვედრა, თუმცა მასაც არ შეგვახვედრეს, შეგვახვედრეს მხოლოდ მორიგე ნევროლოგს კამერების წინ, რომელთანაც ჩვენ კონფიდენციალურ და სამედიცინო ინფორმაციაზე საუბარს არ დავიწყებდით. გარდა ამისა, მორიგე ექიმ ნევროლოგს არავითარი შეხება არ აქვს პაციენტ სააკაშვილის მკურნალობასთან.

ჩვენ გვაქვს უფლება შევიდეთ და შევხვდეთ ნებისმიერ დროს თავისუფლებააღკვეთილ პირს დახურულ დაწესებულებაში, ამჟამად სააკაშვილი მოთავსებულია ჰოსპიტალში, თუმცა მასზე ვრცელდება ყველა ის წესები, რომელიც ვრცელდება სხვა პატიმრებზეც. შესაბამისად, ჩვენი აქ შესვლის დაბრკოლება წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის დარღვევას, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, რასაც ჩვენ გადავცემთ შესაბამის ორგანოებს, გარდა ამისა აუცილებელი მგონია, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდეს", - თქვა საბა ბრაჭულმა.

​ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა. განცხადება ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ გააკეთა. ვიზიტორების შესვლა იზღუდება 4-დან 6 საათამდე. ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განცხადებით, შეზღუდვა ეხება შაბათ-კვირასაც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა