სამეფო სახლი მუხრან ბატონის სასახლეში ჩახტომის აკრძალვას ითხოვს

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13 იანვარს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში განაცხადა, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსაო. ამან საქართველოს სამეფო სახლი აღაშფოთა. 

ბაგრატიონელ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სიძულვილის კონტექსტში აღარ გამოიყენოს ნაწყვეტი სიმღერიდან ჩაკრულო.

"ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი,  თხოვნით მიმართავს საქართველოს  ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში", - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა