ოზურგეთი-ბათუმის გზაზე გამოყოფილი 58 მილიონიდან, 20 მილიონის „ატკატი“ საკრებულომ ჩაიდო ჯიბეში

სულ ნახვები : 420
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, ოზურგეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის 24 კმ-იანი მონაკვეთიდან გვერთვება, რომელზეც ერთი მთელი ადგილი არ არის დარჩენილი: 

„აქ, სადაც ვდგავარ, ბომბი არ ჩამოვარდნილა, მაგრამ ქოცი  ჩამოვარდა. ბიძინაც დაეცა, აგერ ორმო - ზემოდან გვესროლეს. იმიტომ არ ჩანს, რომ გუბეში ჩაყვინთულია. 5-6 თვე არის ასე ეს გზა - ამოთხრიან, მერე გადაუვლიან, დაყრიან ხრეშს და ისევ ასეთი ორმოები ჩნდება. ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე. აი, ამ გზაზე 58 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 7 ლოტად. ამ 7 ლოტიდან  ერთ-ერთი ლოკაცია აღნიშნული24 კმ-იანი  მონაკვეთი გახლდათ, რომელიც თავად ხედავთ, როგორც გაკეთდა. ჩოხატაური-ოზურგეთი-ნასაკირალის ე.წ. „პერევალზე“, რომელიც მეორე ლოტია, იქაც მიტოვებულია სამუშაოები. აგერ, პოლიციის მანქანამ ჩაგვიარა და ისიც დალაყუნებს და თუ გავაპროტესტებთ ამ ორმოებიან გზას, მობლაყუნდებიან და აქტივისტებს დაგვიჭერენ - „არ შეიძლებაო“. სამაგიეროდ, 58 მილიონი ლარის მოპარვა შეიძლება. რამდენიმე კილომეტრი არის ასეთ დღეში და ეს არის ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა. ეს წელი მინდა იყოს განქოცების წელი, იმიტომ, რომ, განქოცება ნიშნავს ამ ყველაფრის დამთავრებას. ჩვენი აქტივისტი საუბრობს, რომ ეს გზა არის იმხელა საცურაო აუზი, რომ თავის ქოცებს საკუთარ სასახლეებში არ ექნებათ. დიახ, 60 მილიონამდე ლარს, „მსოფლიო ბანკის“ მიერ გაცემულ სესხს ითვისებს ჩინური კომპანია და დიდი ალბათობით, ჩვენი დათვლით, 20 მილიონ ლარს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები “ატკატის“ სახით მიიღებენ. ეს გზა დაიწყეს წინასაარჩევნოდ, ხალხს დაანახეს, რომ გიკეთებთო და არჩევნების შემდეგ, მიაგდეს. ამ არხში მანქანა რომ ჩავარდეს, ვეღარ ამოიყვანთ. თან ამ სოფლიდან ე.წ. გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი დღეს არის ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით მჭედლიშვილი. მას რომ ეკითხებიან თავისი სოფლის გზაზე, რა დღეშია და მიხედეთო, იცით რას უპასუხებს? ჩემი კომპეტენცია არ არისო. ერთადერთი კომპეტენცია აქვთ ამათ, რო 58 მილიონი ლარი, ჯიბეში ჩაიდონ. ათ ადგილას რომ მუშაობს ერთი კომპანია და ერთი ტრაქტორი ჰყავს და ერთი ამწე, იმიტომ ვერ სრულდება სამუშაოები. საკრებულოს თავმჯდომარე ამ გზით დადის! რომ ჰკითხოთ, არსებობს თუ არა პრობლემა ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, გეტყვის, არ ვიციო. მთელი კვირის განმავლობაში ორ დღესაც არ მუშაობენ. ერთ კომპანიას აძლევენ იმაზე მეტ პროექტს, ვიდრე შესრულება შეუძლიათ შეასრულონ. ცუდი ამინდის, წვიმის, თოვლის დროს ასფალტი არ იგება - ეს ნიშნავს, რომ მთელი ზამთარი ესენი არ იმუშავებენ. აქამდე უნდა მოესწროთ. ამ 24 კილომეტრის გარდა,  ბახმარო-ჩოხატაურის გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყეს , იქ გადათხრიან ახლა, ოზურგეთი ურეკის მიმართულებითაც გადათხრიან და ნახევარი დასავლეთ საქართველო წვიმების დროს ორმოებში ჩაიხრჩობა“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი მართლაც ასზე მეტი ორმოთი დაფარულ გზაზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა