კორძაია გვარამიას დაკავებაზე: დღეს არის ძალიან მძიმე დღე საქართველოს მომავალი პერსპექტივისთვის

სულ ნახვები : 220
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბიძინა ივანიშვილის გზა რუსეთისკენ არის ძალიან მყარად ნაჩვენები მთელი დასავლური სამყაროსთვის”, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კორძაიას თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას საღი აზრი ექნებოდა და გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანდა.

„ბიძინა ივანიშვილის გზა რუსეთისკენ არის ძალიან მყარად ნაჩვენები მთელი დასავლური სამყაროსთვის. დღეს არის ძალიან მძიმე დღე საქართველოს მომავალი პერსპექტივისთვის. იმედი მქონდა, რომ ხელისუფლებას ოდნავ მაინც ჰქონდა საღი აზრი, მაგრამ არ ჰქონიათ, ამიტომ ჩვენი მოლოდინი მართლა არ არის არსებითი”, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, მოსამართლემ დღეს 16 მარტს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა