გიგი უგულავა: „ქართული ოცნება“ ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილი მთავრობაა, რაც კი გვყოლია“

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქსენოფობებს უწოდებს მათ, ვინც საქართველოში რუსების შემოსვლას აპროტესტებს. კობახიძეს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ეხმიანება.

"ქსენოფობია არის ეროვნული ნიშნით არამოტივირებული ზიზღი. მაგალითად, როცა თეა წულუკიანი კნინობითად მოიხსენიებდა ეგვიპტელებს, ირანელებს, ჩინელებს და მათ სავიზო რეჟიმი დაუწესა, ეს ქსენოფობია იყო. მაგალითად, ,,გარეჯი საქართველოა" პროვოკაციული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, ქსენოფობიაა. 

მაგრამ ქვეყანა რომელსაც დაპყრობილი აქვს შენი ტერიტორიების 20%, დარბეული და აოხრებული ჰყავს ასობით ათასი შენი მოქალაქე, დახოცილი და გაუპატიურებული ჰყავს შენი თანამოქალაქეები, ეს ქვეყანა არის შენი მტერი, რომელთანაც ბრძოლაში ყალიბდება შენი ეროვნული იდენტობა. დიახ, ბოლო ორი საუკუნეა ასეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას. ცხადია, ეს ჯერ არ ნიშნავს შენს ევროპულობას, მინიმუმ მანამ სანამ რუსულ მთავრობას ვირჩევთ, მაგრამ ევროპული ერი გავხდებით მაშინ, როცა მტრულ რუსულ მთავრობას არჩევნებითვე გავუშვებთ.

ასეა უკრაინაშიც. უკრაინის ანტიგერმანული, - პოლონური, - ლიტვური განწყობები, მთლიანად ჩანაცვლდა ერთით - დღეს უკრაინა ყველაზე ანტირუსული ქვეყანაა და გასაკვირი იქნებოდა ეს რომ სხვაგვარად იყოს. 

,,ქართული ოცნება" კი ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილი მთავრობაა, რაც კი გვყოლია. მეტიც ქართული ოცნება მხოლოდ შიშების წახალისებით მართავს ქვეყანას, რაც ძალიან სახიფათოა. მათი მხრიდან კი რუსეთთან მიმართებაში ქსენოფობიაზე საუბარი, მხოლოდ მაამებლობაა და შინაარსს მოკლებული ოქსიმორონია

პ.ს. ქსენოფობია - უცხოს მიმართ შიშს ნიშნავს. და თუ რამე არაა, ჩვენთვის ქართველებისთვის, უცხო, ეს რუსების ველურობაა", - აღნიშნავს უგულავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა