მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება - საგანგებო სიტუაციების სამსახური

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდთან ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ.

მათივე ინფორმაციით,  მათ დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი უკვე მიემართება. ამასთან, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა