რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ -მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 260
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში, ხერსონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკრაინის გამარჯვებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. 

„ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი მორალი და მოტივაცია.  ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ მტრის მხარეს გადასულ თანამდებობის პირებს. მათ შორის, გუშინ მოკლეს უკრაინის პარლამენტის მტრის მხარეს ღიად გადასული ერთადერთი დეპუტატი კოვალიოვი. ასევე, პოლიციის უფროსი და რაიონის ხელმძღვანელი,რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ. გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ შემთხვევაში“, - წერს სააკაშვილი. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი რუსი მოქალაქეების მიმართ გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი რუსი მოქალაქე შემოვა. 

„ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად ჩამოვა საქართველოში“, - წერს სააკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა