ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაშაძე, ისევე, როგორც მისი თანამოაზრეები, 12 პუნქტის შესრულების ჩაშლას ცდილობს

სულ ნახვები : 191
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბუნებრივია, ისინი შეურაცხყოფას ვერავის ვერ მიაყენებენ. პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, ეს უბრალოდ იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე, ჩიხლაძე. საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

კობახიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე, ისევე, როგორც მისი თანამოაზრეები, 12 პუნქტის შესრულების ჩაშლას ცდილობს.

„ბუნებრივია, ისინი შეურაცხყოფას ვერავის ვერ მიაყენებენ. პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, ეს უბრალოდ იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე, ჩიხლაძე. საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან. პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვისაა კონტრპროდუქტიული და მათ შორის, 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებასა და იმ პროცესს, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა