ვინ ზის შავ ჯიპებში, რომლებიც საქართველოს საზღვარს ურიგოდ კვეთენ

სულ ნახვები : 630
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არიან vip ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გზა ჩვენსავით რთული არ იყო და მარტივად გადმოლახეს ბარიერები“ - ეს ლარსის-საბაჟო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე ათეული კილომეტრიან რიგში მდგომი რუსეთის მოქალაქის სიტყვებია. 

საქართველოს საზღვრისკენ მომავალი რუსეთის მოქალაქეების თქმით, რუსეთის საგზაო ინსპექციას საზღვრამდე შავი ჯიპებით მიჰყავთ ადამიანები,  რომლებიც ძალიან დიდ თანხას იხდიან და საზღვარს ურიგოდ კვეთენ. 

„საზღვარზე ტაქსების და ელექტრო სკუტერების მფლობელები კოლოსალურ თანხებს ითხოვენ, ასევე არიან პრივილეგირებული ადამიანები, ვინც ბევრს იხდის. მათთვის ყველაფერი შესაძლებელია. გადატვირთულია მთელი სასაზღვრო ტერიტორია. იმდენად ბევრი ადამიანია, რომ 3 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულადაა გადატვირთული ფეხით მომავალი ადამიანებით.ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ ათასობით ადამიანი ცდილობს ნეიტრალურ ტერიტორიამდე მოსვლას.

ასევე არიან vip ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გზა ჩვენსავით რთული არ იყო და მარტივად გადმოლახეს ბარიერები", - აცხადებს ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა