ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდება

სულ ნახვები : 78
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება კასიანოვმა თავად გააკეთა.

„ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება საუბრის მთავარი თემა, თუმცა კასიანოვის გუშინდელი განცხადების შემდგომ, სადაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზეა საუბარი, რამაც შესაძლოა უკრაინულ მხარეს საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელებინოს, არ გამორიცხავენ, რომ მთავარი სასაუბრო საკითხი სწორედ ეს იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები