ოცნებაში არ გამორიცხავენ რომ საქართველომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“ - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს 31 იანვარს ევროკავშირის მიერ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

კალაძის თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ევროპულმა მხარემ შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. 

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, შესრულებული იქნება ეს 12-ვე პუნქტი. ერთ-ერთი მიმართულება  - ეს არის პოლარიზება, ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, თუმცა სხვა რეკომენდაციები, რაც იყო, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული. 

თუმცა, შედეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს“, - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა კრიტიკული განცხადება ქართული მხარის მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა