ახალგაზრდულმა საქართველომ შესარჩევის მეტოქეები გაარკვია

სულ ნახვები : 246
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის ევროპის ჩემპიონატს ახალგაზრდებს (21 წლამდე) შორის, საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს, ხოლო 2025-ში – სლოვაკეთი.

სლოვაკეთში გასამართი ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ნიონში, უეფას სათაო ოფისში გაიმართა. შესარჩევ ციკლში მონაწილეობა, 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შეეძლებათ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ეტაპი ნაწილი გუნდებისთვის სტარტს მარტში აიღებს, ხოლო ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ციკლში სექტემბერში ჩაერთვება.

ფინალური ეტაპი 2025 წლის ზაფხულში გაიმართება და სლოვაკეთის 8 ქალაქის 8 სტადიონზე ჩატარდება. სლოვაკეთს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება აქვს – ევრო 2000-ის გამარჯვებული იტალია გახდა, ხოლო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეა პირლო დაასახელეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა