ექსკლუზივი: „ჯოჯოხეთი იყო, მთელი ღამე არ მძინებია“ - ქართველი ემიგრანტი თელ-ავივიდან

სულ ნახვები : 408
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დასტრესელი ვარ, მთელი ღამე არ მძინებია, საშინელი სიტუაცია იყო, ჯოჯოხეთი,“ - განუცხადა CNews-ს თელ-ავივში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნანა კაკუშაძემ.

მისივე თქმით,  ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა და ადამიანები მუშაობის პროცესში არიან.

„ამ წამს სიწყნარეა, მე თელ-ავივში ვარ, ხალხი მუშაობის პროცესშია, მაგრამ შიშში. ეს პირველი შემთხვევა არ არის ისრაელისთვის, მაგრამ ასეთი მასშტაბურ დაბომბვას პირველად შევესწარი.

არიან დაზარალებულები და გარდაცვლილებიც. წუხელ, ღამის 2 საათზე განახლდა დაბომბვა. ვიცი, რომ გარდაიცვლა 16 წლის გოგო მანქანაში. 

აქვე, ჩემთან ახლოს, ჩამოაგდეს ბომბი, 4 ადამიანი დაშავდა, აქედან ყველაზე  პატარა  5 წლისაა, - განუცხადა CNews-ს ქართველმა ემიგრანტმა.

შეგახსენებთ: წუხელ „ჰამასმა“ ისრაელის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში ერთდროულად მიიტანა.

ამასთან, CNews ისრაელში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც უკავშირდება და ინფრომაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა