ევროვიზიის ეროვნული ჟიურის ვინაობა ცნობილია - ვინ დატოვა უკრაინა ქულის გარეშე?!

სულ ნახვები : 1,677
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია 2023“- ის, საქართველოს ეროვნული ჟიურის ვინაობა, რომლებმაც ომში მყოფი მეგობარი ქვეყანა ყოველგვარი ქულის გარეშე დატოვეს ცნობილია.

მომღერალი და ტელეკომპანია „იმედის“ სახე - ანრი ჯოხაძე.

მომღერალი და ბათუმის მერის მოადგილე (კულტურის მიმართულებით) - სოფო ხალვაში.

მომღერალი - გიორგი თორაძე

პირველი არხის მედიაწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი - ლანა ქუთათელაძე

ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.

საქართველოსგან ჟიურის უმაღლესი შეფასება 12 ქულა, წილად ბელგიას ხვდა.

რაც შეეხება საზოგადოების შეფასებას, ამ შემთხვევაში, მეგობარი უკრაინა მათ ნამდვილად არ დავიწყებიათ და 10 ქულა მიანიჭეს.

ცნობისთვის, საქართველოს სახელით „ევროვიზია 2023“ -ზე წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური მეგა-შოუ „ვოისი“-ს გამარჯვებული ირუ ხეჩანივი წარადგენდა, რომელიც კონკურს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, ის ხმების საბოლოო დაჯამებით, მე -12 ადგილზე 33 ქულით პოზიციონირება, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი არ იყო და აქედან გამომდინარე საქართველო მიყოლებით, რიგით მეექვსედ ვერ გადავიდა კონკურსის ფინალურ ნაწილში. 

რაც შეეხება გამარჯვებულს, „ევროვიზია 2023“ შვედეთის წარმომადგენელი, ლორინი გახდა, თავად მომღერლისთვის ეს „ევროვიზიის“ კონკურსზე რიგით მეორე გამარჯვებაა, ხოლო შვედეთისთვის მეშვიდე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა