პოლინა გაგარინა პუგაჩოვას ჩანაცვლებას უარყოფს

სულ ნახვები : 499
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუს მომღერალ პოლინა გაგარინას საკმაოდ ხშირად ადარებენ ალა პუგაჩოვას, მომღერალმა პუგაჩოვას ცნობილი ჰიტი „Любовь, похожая на сон“-იც კი შეასრულა. ყველაფერი ამის მიუხედავად მომღერალი ამტკიცებს, რომ მას არ სურს პუგაჩოვას ადგილის დაკავება.

„მე არ ვარ არავის შემცვლელი, მე მაქვს საკუთარი მე. მე მქვია პოლინა გაგარინა. ეს არის ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი. მე ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. არ მჭირდება არანაირი წოდება და სტატუსი „დედოფალი“ ან რაიმე მსგავსი, სრულებით მკმარა ჩემი სახელი და გვარი“, - განაცხადა გაგარინამ მედიასთან საუბრისას.

მან ასევე დასაძინა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, თაყვანისმცემლების შეფასებებია, რომლებსაც ის იღებს კონცერტების შემდგომ.

ცნობისთვის, მას შემდგომ რაც პუგაჩოვამ პროტესტის ნიშნად რუსეთი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, რუსულ სცენაზე აქტიურად განიხილება ესა თუ ის მომღერალი, რომელმაც შესაძლოა ის ჩაანაცვლოს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პუგაჩოვს სიმღერები უკვე ორი წელია, რუსულ რადიოსადგურებსა თუ მუსიკალურ არხებზე აღარ ისმის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა