ეს პროცესი არის ფარისევლური - ანა დოლიძე გენერალური პროკურორის დანიშვნაზე

სულ ნახვები : 67
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გენერალური პროკურორის შერჩევის და დანიშვნის პროცესი არის ფარისევლური.

ამ დროისთვის არსებული კანდიდატურებიდან, დოლიძე, ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას აფასებს და ამბობს, რომ გაბიტაშვილი არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც აპროტესტებენ და რომელიც უნდა შეიცვალოს და ის ვერ იქნება დამოუკიდებელი პროკურორი.

„ბატონი გაბიტაშვილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, აქ შეიძლება პრობლემები არ იყოს კომპეტენციის მხრივ, მაგრამ ის არის იმ დიდი სისტემის განუყოფელი ნაწილი თავისი ბიოგრაფიით, რომელიც შესაცვლელია. ის არ არის ცნობილი ან რაიმე რეფორმატორული იდეით, ან რაიმე სულისკვეთებით. იმედი, რომ აქ ადამიანი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი პროკურორი, რომელიც მოვა და მიხედავს დამოუკიდებლად იმ ჭაობს, რომელიც გვაქვს ქვეყნისვე ვერ იქნება. თავიდან ბოლომდე ეს პროცესი არის ფარისევლური“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარს 463 პროკურორი და გამომძიებელი უჭერს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა