ხელოვნების მე–17 ეროვნული კონკურს–ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ ელენე ახვლედიანის ხსოვნას მიეძღვნა

სულ ნახვები : 638
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13–15 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისთვის“ ორგანიზებით, ჩატარდა ხელოვნების მე–17 ეროვნული კონკურს–ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ხსოვნას მიეძღვნა.

პროექტმა ტრადიციულად უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სამხატვრო და სახელოვნებო სკოლების ნიჭიერ პერსპექტიულ ხელოვანებს.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები, მათ შორის: ქეთი მატაბელი, თამილა თევდორაძე, ლია გორგაძე, ნინო ჩხაიძე,  თეონა ღლონტი, ლია სადაღაშვილი და რამაზ არავიაშვილი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ჟიურის მიერ ნომინირებულ კონკურსანტებს გადაეცათ დიპლომები, აფიშები, სახელობითი მედლები და ჯილდოები, ასევე გაიცა ფულადი პრემიები ღვაწლმოსილ პედაგოგებზე.

პროექტის მიზანია სახვითი ხელოვნების პროპაგანდა, ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენა და სფეროში მოღვაწე შემოქმედ პედაგოგთა სტიმულირება.

ფერწერული, გრაფიკული, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა 3 დღეს მიმდინარეობდა  და თავისუფალი დასწრებით  დამთვალიერებლებისთვის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა