რუსეთი სოფია როტარუს ქონების ნაციონალიზაციას ვერ ახდენს

სულ ნახვები : 508
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინელი მომღერლის, 77 წლის სოფია როტარუს ქონების ნაციონალიზაცია, რომელიც მას ყირიმში, კონკრეტულად კი იალტაში აქვს, რუსულმა მხარემ დროებით შეაჩერა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა საბჭოს წარმომადგენლის, სერგეი ცეკოვის განცხადებით, არსებობს გარკვეული გარემოებები, რის გამოც როტარუს ქონების ნაციონალიზაცია დროებით დაპაუზებულია.

„სოფია როტარუს კუთვნილებაში არსებული ქონების ნაციონალიზაციაზე სიახლეები ამ ეტაპზე არ არის. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. შევხედოთ რა იქნება შემდგომში. არის ბევრი სხვადასხვა გარემოება, ჯერ-ჯერობით ეს საკითხი დაპაუზებულია“, - განაცხადა ცეკოვმა.

ცნობისთვის, მომღერალი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, უარს აცხადებს ყოველგვარ კავშირზე ოკუპანტ ქვეყანასთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა